გაკვეთილის გეგმა და შეფასების რუბრიკა


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი და გვარი: ინგა ზედგინიძე

საგანი:ინგლისური

სწავლების საფეხური/კლასი: მე–2 საფეხური (საბაზო) მე–8 კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:  21მოსწავლე

გაკვეთილის თემა: „თინეიჯერები“

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ მოსმენის, კითხვის, საუბრისა და აზროვნების უნარი. შეძლონ ტექსტების გაგება და გააზრება. აღწერონ ბრიტანელი თინეიჯერები და შეადარონ ქარტველ თინეიჯერებს. გაიხსენონ წინა გაკვეთილზე განვლილი გრამატიკული საკითხები (ზედსართავები, ზმნისზედები), რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს დაახასიათონ თინეიჯერები. შეისწავლონ ასევე ტექსტში არსებული უცხო სიტყვები.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მოსმენა: IV.1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი,ინტერვიუ) ყოველდღიურ თემაზე.
კითხვა: უცხ. IV.5 მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მრავალსაფეხურიანი ინსტრუქცია (კომპლექსური დავალებების ინსტრუქცია, რჩევა–დარიგებება, თამაშის წესები რეკომენცადიები და სხვა).
ლაპარაკი: უცხ. IV.20 მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგისას სამეტყველო ამოცანების, ეფექტურად დაგაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

მოსმენის კითხვის და მსჯელობის უნარების გასავითარებლად

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, მასწავლებელი აკეთებს გამამხნევებელ აქტივობას -
მასწავლებელი კითხულობს საშუალო ზომის ტექსტს სადაც გამოყენებულია ზმნისზედები და ზედსართავი სახელები. მოსწავლეები დაიყოფიან A და B ჯგუფებად. ყოველი A იქნება ზედსართავი სახელი, ხოლო ყოველი B იქნება ზმნის ზედა. ზედსართავი სახელის ამოკითხვის დროს ადგება A ჯგუფი, ხოლო ზმნისზედის ამოკითხვისას დაჯდება Aჯგუფი და ადგება B ჯგუფი.
პრაქტიკული მეთოდი, გამამხნევებელი.
მთელი კალსი
 დაფა,ცარცი
მარკერი ფლიტჩარტი, პროექტორი ეკრანი ნოუთბუქი
5 წუთი
2
აქტივობის დასრულების შემდეგ, მასწავლებელი კიდევ ერთხელ მასწავლებელი შეახსენებს თუ რა განსხვავებაა ზედსართავ სახელსა და ზმნისზედას შორის
აქტიური ლექცია
მთელი კლასი
ფერადი სსურათები
8 წუთი
3
მოსწავლეები სხდებიან წყვილებში, მასწავლებელი ურიგებს ყველა წყვილს ფურცლებს, სადაც არის ათი სურათი, და ასევე მითითებულია ზედსართავი სახელები. მათ უნდა შეარჩიონ ზედსართავი სახელები სურათის მიხედვით და თან ჩასვან შესაბამის ხარისხში.(ეს ყველაფერი იქნება ასევე გაშუქებული ეკრანზე, რისი საშუალებითაც მასწავლებელი ახერხებს წესების უკეთ ახსნას
პრაქტიკული მეთოდი,
წყვილები
ფერადი ფურცლები და სურათბი
10 წუთი
4.
მასწავლებელი სვამსკითხვას -  რა იციან თინეიჯერების შესახებ მოსწავლეები სხდებიან ჯგუფებში - სურვილისამებრ მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ დადებით კომენტარს და თვითონაც აღწერს რამოდენიმე სიტყვით თინეიჯერებს.
ჯგუფებში მუშაობა
მთელი კლასი
ლეპტოპი
8 წუთი
5.
მოსწავლეები ისმენენ ტექსტს. მოსასმენი დავალების შესრულების შემდეგ კითხვა–პასუხის რეჟიმში კიდევ ერთხელ განიხილავენ ტექსტს.
კითხვა–პასუხი
მთელი კლასი
ლეპტოპი, წიგნები
5 წუთი
6.
ტექსტიდან გამომდინარე მოსწავლეებმა უნდა შეადარონ ერმანეთს ქართველი და ბრიტანელი თინეიჯერები - მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აძლევს მოსაფიქრებლად 2 წუთს, რათა იმსჯელონ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე, შემდეგ ჯგუფიდან თითო მოსწავლე დაწერს ჯგუფის საერთო მოსაზრებას, მასწავლებლის მიერ დაფაზე წინასწარ გამზადებული ნიმუშის მიხედვით.
პრაქტიკული მეთოდი
მთელი კლასი
დაფა, მარკერი, წებოვანი ფურცლები
5 წუთი
7.
გაკვეთილის შეჯამება. მოსწავლეების შეფასება წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით, ასევე მოსწავლეებს მიეცემათ საშინაო დავალება.

პრაქტიკული
3 მოსწავლე

3 წთ.

ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებე-ლია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელ-ია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულ-ია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული მუშაობაში
უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში
ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში.
ურთიერთმოსმენი-სა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს. არის ხმაური. არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ , ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსრტუქცია
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
ზუსტად მიყვებიან ინსტრუქციას
ლიდერის როლი
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას.
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
ლიდერი ჯგუფს ეფექტურად მართავს





No comments:

Post a Comment